პუტინმა შოლცსა და მაკრონს განუცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გეგმავს
21/02/2022 18:07:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებას გეგმავს.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა შოლცს უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ სატელეფონო საუბრისას აცნობა.
ამ საუბრის შემდეგ შოლცი დაუკავშირდა უკრაინის რეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს. სატელეფონო საუბრების დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
ზელენსკიმ ასევე მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.
"რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მყისიერი კონტაქტი მქონდა შოლცსა და მაკრონთან. ასევე მოვიწვიე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა", – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
პარალელურად შედგა მოლაპარაკებები რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. რუსმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისნკის შეთანხმებების რეალიზება კრიზისის დარეგულირების ერთადერთი შესაძლო გზაა.


