Accentnews.ge
რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პუტინსა და ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი იყო

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პუტინსა და ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი იყო

21/02/2022 17:26:28 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის თემას ეძღვნებოდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი იყო.

პუტინმა ირონიული კომენტარი გააკეთა ნარიშკინის განცხადებაზე, რომ იგი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების საკითხზე ცოტა ხნით მოცდას მოიაზრებდა სწორად, რის შემდეგაც ნარიშკინი დაიბნა.

პუტინი: "რას ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვთავაზობთ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას?"

ნარიშკინი: "არა, მე..."

პუტინი: "თუ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა..."

ნარიშკინი: "მე…"

პუტინი: "პირდაპირ თქვით."

ნარიშკინი: "მე მხარს დავუჭერ აღიარების შესახებ…"

პუტინი: "მხარს დაუჭერთ თუ მხარს უჭერთ, პირდაპირ თქვით, კი თუ არა"

ნარიშკინი: "მხარს ვუჭერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების შემოსვლას რუსეთის ფედერაციაში"

პუტინი: "ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის აღიარებაზე"

ნარიშკინი: "მე მხარს ვუჭერ წინადადებას დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ"

პუტინი: "მადლობა, დაჯექით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S