Accentnews.ge
დონეცკ-ლუგანსკის შესაძლო აღიარების საკითხის განხილვის ფონზე რუსული კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა

დონეცკ-ლუგანსკის შესაძლო აღიარების საკითხის განხილვის ფონზე რუსული კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა

21/02/2022 17:07:04 ეკონომიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების საკითხის განხილვის ფონზე რუსული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, - იუწყება რუსული მედია.

კერძოდ, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 2920 პუნქტამდე შემცირდა. ამ მაჩვენებელზე დაბლა იგი მხოლოდ კორონავირუსული პანდემიის პირველი ტალღისას შემოღებული კარანტინის ფონზე იყო ჩამოსული.

მკვეთრად უფასურდება რუბლი და უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციებიც.

მოსკოვის ბირჟაზე ევროს კურსმა 90 რუბლს გადააჭარბა, დოლარისამ - 79 რუბლს.

"როსნეფტის" აქციები საღამოსთვის 19%-ით გაუფასურდა, "ვითიბისა" და "სბერბანკის" – თითქმის 17%-ით, "აეროფლოტის" – 15%-ზე მეტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S