Accentnews.ge
მედია – თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებას უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების შესახებ შესაძლო "მორატორიუმზე"

მედია – თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებას უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების შესახებ შესაძლო "მორატორიუმზე"

21/02/2022 16:27:54 მსოფლიო

თეთრი სახლი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების შესახებ შესაძლო "მორატორიუმზე", – იუწყება CNN ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

"გარდა საჯაროდ გაკეთებული ოფიციალური განცხადებებისა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების საკითხის შესახებ არანაირი გარანტია არ მიუცია და არც არანაირი ვალდებულება არ აუღია", – განუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა გამოცემას.

CNN–ის ცნობით, აშშ ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკის ერთგული რჩება.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ბაიდენმა აღნიშნა, რომ "არ არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინა მალე შეძლებს ნატო–ში გაწევრიანებას".

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, "ამერიკულმა მხარემ დაარწმუნა იგი, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებაზე შესაძლებელია მორატორიუმი".

ამის შესახებ მან დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც უკრაინის თემას ეძღვნება.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ეს "არა დათმობაა, არამედ დასავლეთის გეგმის შესრულება ალიანსში მიღებისთვის კიევის მოსამზადებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S