ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრა 24 თებერვალს ჟენევაში გაიმართება
21/02/2022 16:01:35 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებით ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენს 24 თებერვალს შეხვდება. ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც უკრაინის თემას ეძღვნება.
მისი თქმით, შეხვედრა ჟენევაში გაიმართება.
მანამდე, ბლინკენმა განაცხადა, რომ "უკრაინაში შეჭრის რუსული სცენარი წინ მიიწევს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი ომის თავიდან ასაცილებლად".
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


