Accentnews.ge
მედვედევი დონბასის ვითარებას 2008 წელს ადარებს

მედვედევი დონბასის ვითარებას 2008 წელს ადარებს

21/02/2022 16:05:40 მსოფლიო

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი დიმიტრი მედვედევი დონბასში შექმილ ვითარებას ადარებს 2008 წლის ცნობილ მოვლენებს, როცა რუსეთმა მისი პრეზიდენტობისა და ვლადიმირ პუტინის პრემიერობის პირობებში საქართველოსთან ომის შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

«საკმაოდ კარგად მახსოვს 2008 წელი და შემიძლია, ვისაუბრო გარკვეული გამოცდილებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ არცთუ მარტივი გადაწყვეტილების მიღება მომიწია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების თაობაზე, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ვითარება უფრო რთულიცაა, მაგრამ რაღაცაში - უფრო მარტივიც. ჩვენ ვიცით ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, ყველა წინადადება სანქციების თაობაზე. გვესმის, რომ ზეწოლა ზღვარგადასული იქნება. მაგრამ ვიცით, როგორ გავუწიოთ ამ ზეწოლას წინააღმდეგობა. გვესმის, რომ რთული იქნება. მაგრამ დაძაბულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ვიბრირებს, დაიკლებს, ამ ვითარებისგან ბოლოს და ბოლოს დაიღლებიან და თავად შეგვეხვეწებიან, დავუბრუნდეთ უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას... რუსეთი ხომ ჩვენი პარტნიორებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უკრაინა», – განაცხადა მედვედევმა და იქვე დასძინა, რომ "უკრაინას დონბასის ტერიტორიები არც სჭირდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S