Accentnews.ge
პუტინი: "დონეცკისა და ლუგანსკის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მივიღებ"

პუტინი: "დონეცკისა და ლუგანსკის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მივიღებ"

21/02/2022 15:51:12 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საკითხზე იგი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

ამის შესახებ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, როელიც უკრაინის თემას ეძღვნება.

ამასთან, მან უკრაინა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დონბასის კრიზისის განმუხტვა პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ დასავლეთისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თემაზე წარდგენილი ულტიმატუმის შესრულებასთან.

ცნობისთვის: უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერებმა - დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა პრეზიდენტ პუტინს ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისა და სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართეს, - იუწყებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები დონბასში ვითარების მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის უპრეცედენტო ზრდას მოჰყვა.

რამდენიმე დღით ადრე პუტინს ანალოგიური თხოვნით რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიმართა.

თავად პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს. განხილვის მთავარი თემა უკრაინა და უშუალოდ დონბასში არსებული ვითარებაა. პუშილინისა და პასეჩნიკის მიმართვების შესახებ სხდომის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გახდა ცნობილი.

სხდომამდე პუტინმა უკრაინა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დონბასის საკითხი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ დასავლეთისგან მოთხოვნილ ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S