ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
21/02/2022 13:15:41 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9769 ლარი ეღირება, ევრო – 3.3821 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0578 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9778 ლარი ღირდა, ევრო – 3.3843 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0546 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


