Accentnews.ge
"Lufthansa"-სა და KLM-ის შემდეგ კიევის მიმართულებით ფრენები "Air France"-მაც შეაჩერა

"Lufthansa"-სა და KLM-ის შემდეგ კიევის მიმართულებით ფრენები "Air France"-მაც შეაჩერა

21/02/2022 13:09:02 მსოფლიო

"Lufthansa"-სა და KLM-ის შემდეგ კიევის მიმართულებით ფრენები "Air France"-მაც შეაჩერა. „Air France" აცხადებს, რომ, 22 თებერვლისთვის დაგეგმილ ფრენებს აჩერებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს „პრევენციული ზომაა და კომპანია რეგულარულად შეაფასებს ვითარებას".

მანამდე, გერმანულმა ავიაკომპანია "Lufthansa"–მ და ნიდერლანდურმა ავიაკომპანია KLM–მა განაცხადეს, რომ 21 თებერვლიდან კიევის მიმართულებით ფრენებს შეაჩერებდნენ.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ღია რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S