Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი თანახმაა „რიონის ხეობის მცველებთან“ ნებისმიერ ფორმატში დიალოგზე

ლევან დავითაშვილი თანახმაა „რიონის ხეობის მცველებთან“ ნებისმიერ ფორმატში დიალოგზე

21/02/2022 12:46:34 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი "რიონის ხეობის მცველების" მოთხოვნას პასუხობს და ამბობს, რომ მზადაა მათთან ნებისმიერი ფორმატის დიალოგზე.

"ღია დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ეს, შესაძლოა, მათაც დაადასტურონ. მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის. თქვენც იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს იქნება. ენთუზიასტი ადამიანი, ამა თუ იმ ნაწილში, შეფასების კუთხით განმსჯელი ვერ იქნება, ჩემი ჩათვლით. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩვენ გავხსენით პლატფორმა, რომ მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ექსპერტებთან ერთად. შეიქმნა პლატფორმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით. მათ აქვთ გამოცდილება, ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ეწარმოებინათ მედიაცია საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. მათ აქვთ კომპეტენცია, ჩართული ჰყოლოდათ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტი. ამ პლატფორმაში მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროს კუთხით", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი შეფასებით, "რიონის ხეობის მცველებმა" სათანადოდ არ გამოიყენეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით შექმნილი მედიაციის პლატფორმა:

"თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ და ნებისმიერ დროს ვისაუბროთ გულწრფელად. თუ კონკრეტულ კითხვებზე გვაინტერესებს პასუხები, მაგალითად, უსაფრთხოება, გარემოს ზემოქმედება, ტარიფები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, აქ უპრიანი იქნება, რომ კონკრეტულ სწორ ფორმატში დავსხდეთ, სადაც ექსპერტები არიან მონაწილეები, ის ადამიანები, ვისაც ეხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის თამაში, ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა დღეს, 21 თებერვალს, საჯაროდ მოითხოვა შეხვედრა ლევან დავითაშვილთან და თქვა, რომ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპანია "ენკას" ბაზის ბლოკირებას მოახდენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S