რუსეთში აშშ-ის საელჩო თანამოქალაქეებს თავდასხმის საშიშროების შესახებ აფრთხილებს
21/02/2022 07:25:05 მსოფლიო
აშშ-ის საელჩო რუსეთში აშშ-ს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავშეყრის ადგილებზე თავდასხმის საშიშროება არსებობს.
"მედია საშუალებების თანახმად, არის თავდასხმის საშიშროება სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზის და მეტროს სადგურებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, ისევე როგორც მომატებული დაძაბულობის სივრცეებზე რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასვწრივ." - წერია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ს საელჩო რუსეთში თავის მოქალაქეებს ურჩევს:
შეამოწმონ უცხოური და ადგილობრივი მედია;მოერიდონ ბრბოებს;შეატყობინონ ოჯახს და მეგობრებს თავიანთ უსაფრთხოებაზე;იცოდნენ რა ხდება მათ შემოგარენში;ფრთხილად იყონ ისეთ ადგილებში, სადაც ხშირად მიდიან ტურისტები და დასავლელები;გადახედონ თავიანთი პირადი უსაფრთხოების გეგმას;თან ატარონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, აშშ-ის პასპორტი და მოქმედი რუსეთის ვიზა;იქონიონ ისეთი ევაკუაციის გეგმა, რომელიც აშშ-ის მთავრობაზე არაა დამოკიდებული;აშშ-ის საელჩოს გვერდზე მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც.


