Accentnews.ge
რუსეთში აშშ-ის საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთში აშშ-ის საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

21/02/2022 06:29:58 მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ასევე, რუსეთ-უკრაინის საზღვართან მყოფი დასახლებების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავდასხმების საფრთხე არსებობს.

საელჩოს ცნობით, თავდასხმა შესაძლოა, განხორციელდეს სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროს სადგურებზე, ასევე, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

დიპლომატიური უწყება თანამოქალაქეებს მიმართავს ყურადღება მიაქციონ:

  • ადგილობრივ და საერთაშორისო მედიების განახლებულ ინფორმაციებს.
  • მოერიდეთ ხალხმრავლობას.აცნობეთ მეგობრებსა და ოჯახს თქვენი უსაფრთხოების შესახებ.
  • გქონდეს ინფორმაცია გარშემომყოფებზე და დარჩით ნაცნობ გარემოში.
  • იყავით ფხიზლად იმ ადგილებში, სადაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები/მოქალაქეები დასავლეთიდან.თან იქონიეთ შესაბამისი პირადობის მოწმობა, მათ შორის აშშ.
  • პასპორტი რუსეთის მოქმედი ვიზით.გქონდეთ ევაკუაციის ისეთი გეგმა, რომელშიც აშშ-ს მთავრობა არ არის ჩართული.

ცნობისთვის: დასავლეთი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S