მედია – აშშ რუსეთის მიერ სიების შედგენაზე იუწყება, რომლებშიც ის უკრაინელები შეჰყავთ, "ვინც უნდა მოკლან ან სამხედრო ოკუპაციის შემდეგ ბანაკებში განათავსონ"
21/02/2022 06:18:56 მსოფლიო
აშშ–ში აცხადებენ, რომ რუსეთი ქმნის სიებს, რომლებშიც ის უკრაინელები შეჰყავთ, "ვინც უნდა მოკლან ან სამხედრო ოკუპაციის შემდეგ ბანაკებში განათავსონ", – იუწყება The Washington Post.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც გაერო–ში აშშ–ის ელჩმა შება კროკერმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაჩელეტს გაუგზავნა.
"ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსული ძალები გამოიყენებენ სასიკვდილო ზომებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად და რიგითი მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი წინააღმდეგობის შემთხვევაში", – აღნიშნულია, The Washington Post–ს ცნობით, წერილში.
როგორც წერილშია ნათქვამი, რუსეთის სამიზნეები, დიდი ალბათობით, იქნებიან "უკრაინაში დევნილობაში მყოფი რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და ანტიკორუფციული აქტივისტები. ასევე მათი სამიზნე შესაძლოა, იყოს მოწყვლადი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“.


