Accentnews.ge
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნების დასრულება გადაიფიქრეს

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნების დასრულება გადაიფიქრეს

21/02/2022 05:40:43 მსოფლიო

რუსეთმა და ბელარუსმა, მათ შორის უკრაინის საზღვართან მიმდინარე ერთობლივი წვრთნების დასრულება გადაიფიქრეს. როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო აქტივობის გაზრდის და დონბასის რეგიონში სიტუაციის ესკალაციის გამო წვრთნები გაგრძელდება".

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ წვრთნები, დაგეგმილისამებრ, კვირას დასრულდებოდა.

დასავლეთის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S