Accentnews.ge
ბაიდენი და პუტინი შეხვედრაზე დათანხმდნენ

ბაიდენი და პუტინი შეხვედრაზე დათანხმდნენ

21/02/2022 05:28:27 მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი დათანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ სამიტში, რომელზეც „ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს“ განიხლავენ. სამიტზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეკავების შესახებ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის განცხადებით, ბაიდენი და პუტინი სამიტის ჩატარებას პრინციპში დათანხმდნენ. შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება „თუ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში“.

მაკრონი თავდაპირველად ბაიდენსა და პუტინს შორის, შემდეგ "სხვა დაინტერესებული მხარეების" მონაწილებით შეხვედის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა ელისეს სასახლეში არ დაუკონკრეტებიათ, ვინ იგულისხმება "სხვა დაინტერესებული მხარეებში".

სამიტის მომზადება დაევალათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელთა შეხვედრაც 24 თებერვალსაა დაგეგმილი.

თეთრი სახლი ადასტურებს ჯო ბაიდენის თანხმობას შეხვედრის შესახებ „თუ არ მოხდა შეჭრა“ და ადასტურებს „დიპლომატისადმი მზაობას“:

„ჩვენ ასევე მზად ვართ დავუწესოთ სწრაფი და მძიმე სანქციები, თუ რუსეთი ამის [დიპლომატიის] ნაცვლად ომს აირჩევს. ახლა, ისე ჩანს, რომ რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ძალიან სწრაფად განხორციელებისთვის".

20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და შემდეგ ისევ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

ამასთან პუტინთან საუბრის შემდეგ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსიკას ესაუბრა ტელეფონით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S