რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში
20/02/2022 09:14:54 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, "რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში".
„ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია", – განაცხადა ჯონსონმა.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იგი მოსკოვს უმკაცრესი სანქციებით კიდევ ერთხელ დაემუქრა.
"გაერთიანებული სამეფო და აშშ შეაჩერებენ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ფუნტ სტერლინგსა და დოლარში ვაჭრობენ“ – განაცხადა ჯონსონმა.


