მედია - დონბასში პრორუსმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 136-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ორი უკრაინელი სამხედრო
20/02/2022 07:37:02 მსოფლიო
გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, – იუწყება უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, 19 თებერვლის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დონბასში პრორუსმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 136-ჯერ დაარღვიეს.
გარდა ამისა, სროლის შედეგად რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა.


