
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
20/02/2022 07:05:03 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 9 400 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 770 ადამიანი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.7%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა,
- აჭარა - 611,
- იმერეთი - 1 440,
- ქვემო ქართლი - 511,
- შიდა ქართლი - 464,
- გურია - 344,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661,
- კახეთი - 723,
- მცხეთა-მთიანეთი - 157,
- სამცხე-ჯავახეთი - 122,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 144 477 საიდანაც:
5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 627, იმერეთში - 1 038.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 142, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 39, იმერეთში - 26.
932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 - თბილისში, 168 - აჭარაში.
137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.