რუსეთის ბირთვული ძალების არმიამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
19/02/2022 16:21:08 მსოფლიო
რუსეთის ბირთვული ძალების არმიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების ფარგლებში გაუშვეს "კალიბრის" საკრუიზო რაკეტა წყალქვეშა ნავიდანაც.
წვრთნები ტარდება უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, მოუყარა რა თავი რუსეთმა უკრაინის საზღვრებთა დიდძალ სამხედრო ძალას და დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის რეალურად რეგიონის მის გავლენის სფეროდ აღიარებას ითვალისწინებს. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ კრემლი უკრაინაში შესაჭრელად პროვოკაციებს ამზადებს. ამ კონტექსტში განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევების მნიშვნელოვნად მატებას აღმოსავლეთ უკრაინაში.


