Accentnews.ge
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, "მატრიოშკის" თოჯინებივით გავხსნით მოსკოვის მფლობელობაში არსებულ რიგ კომპანიებს"

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, "მატრიოშკის" თოჯინებივით გავხსნით მოსკოვის მფლობელობაში არსებულ რიგ კომპანიებს"

19/02/2022 15:39:16 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, აშშ–სა და ევროკავშირთან ერთად მუშაობს სანქციების პაკეტებზე და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სანქციები დაუწესდებათ რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეებსა და იმ რუსულ ობიექტებს, რომელიც მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უცნობია, მიიღო თუ არა კრემლმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება, თუმცა მოსკოვის ქმედებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა:

"პრეზიდენტ პუტინს ჩვენი ბოლო საუბრის დროს ვუთხარი, რომ ჩვენ გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიპლომატია შედეგს მოიტანს. თუმცა ამავე დროს საჭიროა, რომ დღეს შექმნილ სიტუაციაზე გულწრფელად და დაუფარავად ვისაუბროთ. დღეს, როდესაც 150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მობილიზებულია უკრაინის საზღვართან და როდესაც 100-ზე მეტი ტაქტიკური ბატალიონი ემუქრება ამ ევროპულ ქვეყანას, ჩვენ ამ ვითარებაში უნდა ვიყოთ ერთიანი და გვესმოდეს, რა დევს სასწორზე. ყოველთვის, როცა დასავლელი მინისტრები ჩადიან კიევში, ისინი ამბობენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. რაოდენ ცარიელი, უაზრო და შეურაცხმყოფელი გახდება ეს სიტყვები, თუ ახლა, როცა უკრაინის სუვერენიტეტს რეალურ საფრთხე ემუქრება, სხვა მხარეს გავიხედავთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას აპირებს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ მოსკოვის ქმედებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად მტკიცედ დგას და მონაწილეობას იღებს უმკაცრესი სანქციების პაკეტის შედგენაში. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეებსა და რუსულ ინსტიტუციებს, რომელიც კრემლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, "მატრიოშკის" თოჯინებივით გავხსნით მოსკოვის მფლობელობაში არსებულ რიგ კომპანიებს და შევქმნით ისეთ ვითარებას, რომ მათ ვერ შეძლონ ფინანსური სარგებელის ნახვა ლონდონში", – განაცხადა ჯონსონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S