
კალიფორნიაში ხანძარს 34 ადამიანი ემსხვერპლა
02/09/2019 16:08:46 სხვა, მსოფლიო
34 ადამიანი დაიღუპა კალიფორნიის სანაპიროსთან გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინციდენტი ვენტურას ოლქთან, სანტა-კრუზის რაიონში მოხდა.
ლოს-ანჯელესის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ. ეკიპაჟის რამდენიმე წევრის გადარჩენა მოხერხდა. ევაკუაცია გრძელდება. აალებულ გემზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ხანძარი ხან იკლებს, ხან ძლიერდება, რაც ხომალდზე სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით საწვავის არსებობას უკავშირდება. მაშველები ვერ ახერხებენ გემის კორპუსში შეღწევა იმის სანახავად, არიან თუ არა იქ კიდევ ადამიანები.
ამ დროისთვის მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.