"არა მგონია, პუტინი ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენებაზე ფიქრობდეს"
18/02/2022 22:29:44 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, დაარწმუნოს სამყარო, თითქოს შეუძლია, ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება შეცვალოს.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთმა "სტრატეგიული ძალების" მონაწილეობით ახალი წვრთნები დააანონსა, რომლის დროსაც მოსკოვი ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გაშვებას გეგმავს .
"არა მგონია, ფიქრობდეს მაინც ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენებაზე, უბრალოდ პუტინი ცდილბს, დაარწმუნოს სამყარო, თითქოს შეუძლია, ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება შეცვალოს - რეალურად მას ამის შესაძლებლობა არ აქვს" - განაცხადა პრეზიდენტმა.


