Accentnews.ge
საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის მცდელობებზე ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის მცდელობებზე ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ

18/02/2022 18:29:29 საზოგადოება

საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის მცდელობებზე "ახალი კვირის" წამყვანის შემდეგ გადაცემის ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე ალაპარაკდნენ.

„ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას", - წერენ ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის: საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის შემაჯამებელი გადაცემის წამყვანმა იმედა დარსალიამ არხზე ცენზურის პრობლემასა და რესპონდენტების "შავ სიაზე" ისაუბრა.

მისი თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

მოგვიანებით, 19 თებერვალს განცხადება გავრცელდა "ახალი კვირის სახელით, რომელიც ცენზურის არებობას უარყოფენ:

"გადაცემა „ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა.

„ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.

გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.

შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ.

თამარ გოგესაშვილი

თამარ ოდიშარია

ნინუცა კახნიაური

ბელა ზაქაიძე

ანა ნოდია

ნატა ტაბიძე

ოთარ გიორგაძე

ანუკი მასხარაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S