კრემლის მორიგი ხრიკი: დონეცკიდან და ლუგანსკიდან მოსახლეობის რუსეთში "მასობრივი ევაკუაცია" გამოცხადდა
18/02/2022 13:31:51 მსოფლიო
კრემლისა და მისი სეპარატისტული მოკავშირეების სადეზინფორმაციო პროპაგანდა უკრაინაში შეჭრისათვის საბაბების გამოგონებას არ წყვეტს. დღეს მორიგი მსგავსი მცდელობის მოწმენი გავხდით: დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა პუშილინმა "უკრაინული აგრესიის საფრთხის გამო მოსახლეობის რუსეთში მასობრივი ორგანიზებული ცენტრალიზებული გაყვანა" გამოაცხადა:
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა პასეჩნიკმა კი მოუწოდა "მამაკაცებს, რომელთაც იარაღის დაკავება შეუძლიათ, რესპუბლიკის დასაცავად გამოვიდნენ":
პარალელურად გუშინდელი დღიდან კრემლის პროპაგანდა უკრაინული მხრიდან "საარტილერიო ცეცხლის" შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.


