ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
18/02/2022 13:13:21 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9778 ლარი ეღირება, ევრო – 3.3843 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0546 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0008 ლარი ღირდა, ევრო – 3.4113 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0838 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 თებერვლისთვის ამოქმედდება.


