Accentnews.ge
ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

18/02/2022 13:10:42 მსოფლიო

ნიდერლანდები უკრაინაში სამხედრო დახმარებას გაგზავნის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა, უკრაინაში, მათ შორის ავტომატებს, საბრძოლო მასალას, სარადარო სისტემებს და ნაღმების აღმომჩენ რობოტებს გაგზავნიან.

„ჩვენ ვაგრძელებთ შექმნილი ვითარების დიპლომატიური გზით მოგარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა ამავდროულად, უკრაინას უნდა შეეძლოს რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან თავის დაცვა", – განაცხადა ჰოექსტრამ.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S