
"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად"
18/02/2022 12:56:56 პოლიტიკა
მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.
„საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იხსნება უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ასეულობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გერმანიაში საქართველოს ელჩ ლევან იზორიას განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების - ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებისთვის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციაც.
მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენცია 20 თებერვალს დასრულდება.