Accentnews.ge
ოსტინი – უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: "ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის"

ოსტინი – უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: "ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის"

18/02/2022 11:48:44 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის". ამის შესახებ მან ვარშავაში პოლონელ კოლეგა მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და მისი მოკავშირეების მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად არიან.

"შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის პოლონეთთან ერთად, შესთავაზა ბ-ნ პუტინს კრიზისისგან თავის დაღწევის და უფრო მეტი უსაფრთხოებისკენ მიმართული გზა. რა გზაც არ უნდა აირჩიოს მან, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად იქნებიან", – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, რუსული მხარის განცხადების მიუხედავად, აშშ ვერ ხედავს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის რაიმე ნიშანს.

"პირიქით, გრძელდება რუსული ძალების თავმოყრა", – დასძინა მან.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„აშშ აგრძელებს მატერიალური დახმარების გაგზავნას უკრაინაში, რათა დაეხმაროს უკრაინელებს დაიცვან თავი. საბედნიეროდ, არც პოლონეთი და არც შეერთებული შტატები არ არიან მარტო ამ გამოწვევასთან გამკლავებაში“, - დასძინა ოსტინმა.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საფრთხის ფონზე ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა გააძლიერეს ალიანსის წარმოდგენილობა ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატოს ბატალიონების მზადყოფნა.

15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S