Accentnews.ge
გერმანიამ რუმინეთში სამხედრო თვითმფრინავები, ხოლო ლიეტუვაში ჯარი და ტექნიკა გაგზავნა

გერმანიამ რუმინეთში სამხედრო თვითმფრინავები, ხოლო ლიეტუვაში ჯარი და ტექნიკა გაგზავნა

18/02/2022 10:45:17 მსოფლიო

უკრაინის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე გერმანიამ დღეს რუმინეთში 3 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. ისინი მიხაილ კოგალნიცეანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე განთავსებიან.

გარდა ამისა, ბერლინი ლიეტუვაში ძალების გადასროლას განაგრძობს. დღეს ლიეტუვაში განთავსებულ ნატო–ს სამხედრო ბატალიონს, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს, კიდევ 130 გერმანელი ჯარისკაცი შეუერთდა. ამასთან, გერმანიამ ადგილზე 60 ერთეული ჯავშანმანქანა ჩაიტანა.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საფრთხის ფონზე ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა გააძლიერეს ალიანსის წარმოდგენილობა ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატოს ბატალიონების მზადყოფნა.

15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S