Accentnews.ge
გაერთიანებულ სამეფოში შტორმის გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

გაერთიანებულ სამეფოში შტორმის გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

18/02/2022 09:56:08 მსოფლიო

გაერთიანებულ სამეფოში შტორმის „იუნისი“ გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. სამხრეთ და აღმოსავლეთ ინგლისსა და სამხრეთ უელსში მილიონობით ადამიანს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. ქარის სიჩქარემ ზოგან საათში 127 კმ-ს მიაღწია.

გაერთიანებულ სამეფოს მასშტაბით ასობით სკოლა დაკეტილია. უელსში ფუნქციონირება შეწყვიტა რკინიგზამ. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც კორნუოლსა და უელსში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„იუნისი“ რიგით მეორე შტორმია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ამ კვირაში დაატყდა თავს. მანამდე, შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილს შტორმმა „დადლიმ“ გადაუარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S