Accentnews.ge
ისრაელი “მწვანე პასპორტს“ აუქმებს

ისრაელი “მწვანე პასპორტს“ აუქმებს

18/02/2022 08:51:06 მსოფლიო

ისრაელი “მწვანე პასპორტს“ აუქმებს. როგორც ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, შესაბამისი ბრძანება 1 მარტიდან ამოქმედდება.

“მწვანე პასპორტის“ გაუქმების მიზეზად კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი შემცირება სახელდება.

გადაწყვეტილების მიუხედავად, მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები იქნებიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება მოხუცთა თავშესაფრების ვიზიტის მურველთათვისაც.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოსახლეობის უმეტესობა სრულად ვაქცინირებული და "ბუსტერ" დოზით აცრილია.

ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ–ინფიცირების 3.5 მლნ–მდე შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S