
საბერძნეთი მიგრანტებთან დაკავშირებით საგანგებო ზომების მიღებას გეგმავს
02/09/2019 12:59:08 სხვა, მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტთა რეკორდული ნაკადის გამო საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა.
„თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ჩვენ გავიმეორებთ 2015 წელს: მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დავიცვათ საზღვრები და ამ ზომებს გაცილებით სწრაფად მივიღებთ, ვიდრე 2015 წელს“, – განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდოსმა.
საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ნატო-სა და ევროკავშირსაც მიმართა.
გასულ კვირას, დაახლოებით 650 ადამიანი, მათ შორის, 240 ბავშვი კუნძულ ლესბოსზე ჩავიდა. ამ დროისთვის მიგრანტთა ბანაკში 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ბანაკისამი ათას ადამიანზეა გათვლილი.