Accentnews.ge
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

18/02/2022 07:24:24 საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 14 405 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 409 ადამიანი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით.
  • რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 29,64%-ია, ბოლო 14 დღის - 32,04%-ია, 7 დღის - 30,78%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა,
  • აჭარა - 825,
  • იმერეთი - 2 014,
  • ქვემო ქართლი - 734,
  • შიდა ქართლი - 841,
  • გურია - 565,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902,
  • კახეთი - 948,
  • მცხეთა-მთიანეთი - 261,
  • სამცხე-ჯავახეთი - 199,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827 საიდანაც:

5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 293, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 116.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 140, იმერეთში - 384. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 40, იმერეთში - 25.

1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 652 - თბილისში, 204 - აჭარაში.

154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.

  • ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 526 205 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 348 581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 771 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S