
ცერცვაძე: „ომიკრონის“ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა“
17/02/2022 21:00:21 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ომიკრონის“ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა“.
„კონკრეტულად „ომიკრონი“ რამდენ ხანს ტოვებს იმუნიტეტს, ზუსტად არავინ იცის, ისევე, როგორც არავინ იცოდა ეს სხვა შტამებზე. თუ რეგულაციებით ვიხელმძღვანელებთ, კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა, შემდეგ შეიძლება, არ იყოს ისეთი საიმედო. თუმცა ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტი მაინც რჩება 6 თვე, ზოგიერთ პაციენტთან კი მეტიც“,– განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.