
ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
17/02/2022 17:06:42 საზოგადოება
ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში დღეს ძიუდოში გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალში მხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) მოხვდა. ქართველი ფალავანი ფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოს შეხვდა და შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 13 წამით ადრე ყვითელი ბარათებით დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ლიპარტელიანმა 2021 წელს თელ–ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი იასპარეზებს, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიითაა განპირობებული.