Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: "ჩვენთან დასაქმებული სოციალურად დაუცველები შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლებენ"

ფინანსთა მინისტრი: "ჩვენთან დასაქმებული სოციალურად დაუცველები შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლებენ"

17/02/2022 14:41:50 საზოგადოება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ის სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო დაასაქმებს, მოგვიანებით კერძო სექტორში გადაინაცვლებენ, რადგან, ცოდნის მიღების შემდეგ, დამსაქმებლისთვის სასურველი კადრები გახდებიან.

მთავრობის ინიციატივაზე, რომლითაც სოციალურად დაუცველები სხვადასხვა უწყებაში 300-ლარიანი ანაზღაურებით დასაქმდებიან, ხუციშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში ისაუბრა. ამ საკითხზე კითხვა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა დასვა: "რეალურად, რა ხელფასმაც გაიჟღერა, ეგ სამუშაო ადგილების შექმნა კი არ არის, სოციალური დახმარებაა. 300-ლარიანი სამუშაო ადგილის შექმნა, რეალურად, სამუშაო ადგილი არ არის".

"ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას და, რაც მთავარია, ასეთი პირები, ბუნებრივია, გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, ვინაიდან ისინი უკვე, გარკვეულწილად, მომზადებული იქნებიან ამა თუ იმ კერძო სექტორში დასაქმებისთვის. ეს პრაქტიკა არ არის საქართველოს მოგონილი - ეს პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაშია", - უპასუხა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S