რუსეთმა ქვეყნიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევა
17/02/2022 14:20:01 მსოფლიო
კრემლმა რუსეთიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე ბარტ გორმანი გააძევა. ამის შესახებ ამერიკის საელჩოში განაცხადეს და დასძინეს, რომ ეს "საესკალაციო ნაბიჯია".
გორმანი, რომელმაც მოსკოვში სამი წელი დაჰყო, მეორე ფიგურად ითვლებოდა საელჩოში და როგორც დიპმისიაში აღნიშნავენ, "ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებს" კურირებდა.


