Accentnews.ge
"რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ძალა, როგორც ეს უკვე გააკეთა უკრაინასა და საქართველოში"

"რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ძალა, როგორც ეს უკვე გააკეთა უკრაინასა და საქართველოში"

17/02/2022 13:32:35 პოლიტიკა

"რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს და მზად არიან გამოიყენონ ძალა, როგორც ეს უკვე გააკეთეს უკრაინასა და საქართველოში", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხსენებული ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიჭრას:

"მათ ჰყავთ საკმარისი ჯარი, საკმარისი შესაძლებლობები, რათა განახორციელონ სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გაფრთხილების გარეშე ან მცირე დროის მიცემით. სწორედ ეს ხდის ვითარებას ასე საშიშს. მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში. თუმცა ამდენი საბრძოლო ჯარის თავმოყრა უკრაინის ირგვლივ, არ არის ჩვეულებრივი წვრთნა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S