Accentnews.ge
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან"

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან"

17/02/2022 13:05:35 მსოფლიო

ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს ამ დრომდე არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთიდან უკრაინის საზღვრებიდან თავისი ძალები გაჰყავს.

"ნატო–ს მოკავშირეები აგრძელებენ ძლიერ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის ზრდით გამოწვეული სერიოზული კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად. მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა ჩვენ ჯერ–ჯერობით არ გვინახავს ჯარების გაყვანის ან დეესკალაციის ნიშნები. პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთი ძალების თავმოყრას აგრძელებს.ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების ძალიან მჭიდროდ მონიტორინგს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკითხის მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S