
ნატო–ს მინისტერიალზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული წარმოდგენილობის საკითხი განიხილეს
17/02/2022 12:46:20 პოლიტიკა
ნატო–ს მინისტერიალზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული წარმოდგენილობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ შევხვდით ჩვენს ახლო პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული ვითარება. ნატო ადასტურებს უკრაინისა და საქართველოს მიმართ ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ადასტურებს. ნატო და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გაზრდაში. თავდაცვა არის გაერო–ს წესდებაში დაფიქსირებული უფლება.მოკავშირეები კი უკრაინას ამ უფლების დაცვაში ეხმარებიან, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების ტრენერებითა და სამხედრო აღჭურვილობით, ასევე – მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსული ძალების ყოფნა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რუსეთის სათათბიროს ინიციატივა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შემდგომი აშკარა დარღვევა. ასევე მინსკის შეთანხმებების დარღვევა, რაც ძირს უთხრის ნორმანდიის ფორმატში პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.