Accentnews.ge
ლუკაშენკო დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას არ გამორიცხავს

ლუკაშენკო დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას არ გამორიცხავს

17/02/2022 11:28:35 მსოფლიო

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ გამორიცხავს.

"ამ გადაწყვეტილებას რუსეთთან ერთობლივად და ურთიერთსასარგებლოდ მივიღებთ" - განაცხადა, БелТА-ს ცნობით, ლუკაშენკომ დღეს იმ პოლიგონის მონახუებისას, რომელზეც ერთობლივი რუსულ-ბელარუსული წვრთნები "საკავშირო სიმტკიცე" გრძელდება.

ამასთან, მან ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის განცხადება სამხედრო წვრთნების დასრულების - 20 თებერვლის შემდეგ რუსული ჯარის ბელარუსიდან გასვლის თაობაზე.

"თუ გადავწყვეტთ, ერთ დღე-ღამეში გავიყვანთ, ერთ თვეში გადავწყვეტთ - ესე იგი, ერთ თვეში გავა - რამდენიც იქნება საჭირო, იმდენ ხანს დარჩება ჩვენთან რუსეთის შეიარაღებული ძალები"- განაცხადა ლუკაშენკომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S