Accentnews.ge
ლუკაშენკო - რუსული ჯარის ბელარუსში დარჩენაზე: "როგორც მე და პუტინი გადავწყვეტთ, ისე იქნება"

ლუკაშენკო - რუსული ჯარის ბელარუსში დარჩენაზე: "როგორც მე და პუტინი გადავწყვეტთ, ისე იქნება"

17/02/2022 10:59:33 მსოფლიო

ბელარუსმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის განცხადება სამხედრო წვრთნების დასრულების - 20 თებერვლის შემდეგ რუსული ჯარის ქვეყნიდან გასვლის თაობაზე. დღეს, პოლიგონზე ვიზიტის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვში მიემგზავრება, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება და "როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება".

წაიკითხეთ ასევე: რუსული წვრთნები ბელარუსში: "მოსახლეობას შესაძლო ომზე მეტად რუსული ოკუპაცია აშინებს"

"თუ გადავწყვეტთ, ერთ დღე-ღამეში გავიყვანთ, ერთ თვეში გადავწყვეტთ - ესე იგი, ერთ თვეში გავა - რამდენიც იქნება საჭირო, იმდენ ხანს დარჩება ჩვენთან რუსეთის შეიარაღებული ძალები"- განაცხადა, БелТА-ს ცნობით, ლუკაშენკომ.

ამასთან, მან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარება არ გამორიცხა. "ამ გადაწყვეტილებას რუსეთთან ერთობლივად და ურთიერთსასარგებლოდ მივიღებთ" - დასძინა ლუკაშენკომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S