
ირანმა ევროპას ვადა 6 სექტემბრამდე მისცა
02/09/2019 10:23:00 სხვა, მსოფლიო
ირანმა ევროპა გააფრთხილა, რომ მან ახალი პირობები 6 სექტემბრამდე წარმოადგინოს, სანამ თეირანი 2015 წელს ხელმოწერილი ბირთული შეთანხმებისგან დისტანცირების მიმართულებით „ძლიერ ნაბიჯს გადადგამს“. განცხადება მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბიემ გააკეთა. განცხადება წინ უსწრებდა მოსკოვში ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მოჰამად ჯავად ზარიფისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას.
ალი რაბიეის თქმით, ირანისა და საფრანგეთის შეხედულებები უფრო დაახლოვდა მას მერე, რაც პრეზიდენტი ჰასან როჰანი ტელეფონით ესაუბრა თავის ფრანგ კოლეგას, ამანუელ მაკრონს. მაგრამ, რაბიეიმ დასძინა, რომ ირანი „ძლიერ ნაბიჯს გადადგამს“ ბირთვული შეთანხმებისგან დისტანცირებისთვის, თუკი ევროპის ქვეყნები ახალ პირობებს არ წარმოადგენენ 6 სექტემბრამდე. თეირანის თქმით, ამ ვადის შემდეგ ის კიდევ უფრო ნაკლებად შეასრულებს ბირთვული შეთანხმების პირობებს.
ზარიფმა, რომელიც ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მოსკოვში ის განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ საკითხებს, მათ შორის სირიასთან და ავღანეთთან დაკავშირებით, და 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ მოვლენებს.