Accentnews.ge
17 თებერვლის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 43.1%

17 თებერვლის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 43.1%

17/02/2022 07:59:04 საზოგადოება

17 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჯამში 2 787 726 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მინიმუმ 1 დოზით 1 345 050 ადამიანია ვაქცინირებული, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.8%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 237 539 ადამიანი , ანუ მოზრდილი მოსახლეობის 43.1%; ამასთან ბუსტერ დოზით 202 438 პირია აცრილი.

რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელს, მინიმუმ 1 დოზით 3 997 (2.25%), ხოლო სრულად - 3 022 (1.70%) მოზარდია აცრილი;

16-17 წლის მოზარდებში კი მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 489 (15.40%) პირი, სრულად აცრილია - 10 993 (13.55%).

რაც შეეხება აცრის დღიურ მაჩვენებელს, 16 თებერვალს 3 257 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით კი აცრების რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 910;
  • იმერეთი - 394;
  • აჭარა - 394;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 356;
  • ქვემო ქართლი - 310;
  • კახეთი - 268;
  • შიდა ქართლი - 245;
  • გურია - 191;
  • მცხეთა-მთიანეთი - 99;
  • სამცხე-ჯავახეთი - 65;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 21.

იხილეთ ასევე: როდის იქნება ხელმისაწვდომი კოვიდ–ვაქცინა 5-12 წლამდე ბავშვებისთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S