Accentnews.ge
მედია - რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა

მედია - რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა

17/02/2022 06:18:30 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა, - იუწყება CNN აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

„ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის შესახებ მაშინ, როცა არაოფიციალურად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ,“ - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს.

ცნობისთვის: 15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S