Accentnews.ge
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 1.2 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 1.2 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

17/02/2022 06:11:39 მსოფლიო

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 1.2 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების სასარგებლოდ 598, წინააღმდეგ კი 55 ხმა დაფიქსირდა.

მაკროფინანსურ დახმარებას უკრაინა ორი ტრანშის სახით მიიღებს. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ სესხის მიზანია „სწრაფი მხარდაჭერა მწვავე კრიზისის ვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაძლიერება“.

თანხის გასაცემად, ქვეყანამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში პროგრესი. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ თანხის გაცემის წინაპირობა ასევე არის „ეფექტური დემოკრატიული მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა და კანონის უზენაესობა, ასევე გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S