Accentnews.ge
ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსულმა ავიაგამანდგურებლებმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების მახლობლად სახიფათო მანევრები განახორციელეს

ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსულმა ავიაგამანდგურებლებმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების მახლობლად სახიფათო მანევრები განახორციელეს

16/02/2022 19:39:37 მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსულმა ავიაგამანდგურებლებმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების მახლობლად სახიფათო მანევრები განახორციელეს.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილებისას აშშ-ის საზღვაო ძალების სამ P-8A ტიპის თვითმფრინავს „რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა არაპროფესიონალურად ჩაუჭრეს გზა". მისი ცნობით, ინციდენტი გასულ კვირას მოხდა.

"ჩვენი შეშფოთება რუს ოფიციალურ პირებს დიპლომატიური არხებით უკვე ვაცნობეთ. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ასეთმა ქმედებამ შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლები და შეცდომები, რაც უფრო სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანს. აშშ გააგრძელებს უსაფრთხოდ, პროფესიონალურად და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობას საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში. ჩვენ ველით, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს“, – განაცხადა კაპიტანმა მაიკ კაფკამ.

ცნობისთვის: ინციდენტი უკრაინის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე მოხდა. უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. კრემლის ლიდერს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S