Accentnews.ge
"რუსეთმა ნათლად აჩვენა, რომ მზადაა, შეეწინააღმდეგოს ნატო–ს ფუნდამენტურ პრინციპებს და ამის გაკეთება ძალის გამოყენებით სურს"

"რუსეთმა ნათლად აჩვენა, რომ მზადაა, შეეწინააღმდეგოს ნატო–ს ფუნდამენტურ პრინციპებს და ამის გაკეთება ძალის გამოყენებით სურს"

16/02/2022 16:59:01 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი არ წავა კომპრომისზე ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ნატო–ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"არ იქნება კომპრომისი ფუნდამენტურ პრინციპებზე. თითოეულ ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო დაიცავს მის ყველა წევრს. მოსკოვმა ნათლად აჩვენა, რომ მზადაა, შეეწინააღმდეგოს ნატო–ს ფუნდამენტურ პრინციპებს და ამის გაკეთება ძალის გამოყენებით სურს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი მზადაა როგორც რუსეთთან დიალოგისთვის, ისე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.

"ნატო კვლავ მზადაა დიალოგისთვის. რუსეთისთვის არ არის გვიან, რომ უკან დაიხიოს და მშვიდობის გზა აირჩიოს. მოკავშირეები მიესალმებიან ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას და არის მინიშნებები მოსკოვიდან, რომ დიპლომატია შეიძლება, გაგრძელდეს. ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანს ჯერ– ჯერობით ვერ ვხედავთ. არ ხდება ჯარის ან ტექნიკის გაყვანა. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ რუსეთი ინარჩუნებს მასიურ ძალებს, რომლებიც მზად არიან შეტევისთვის. [...] ნატო–ს მოკავშირეებმა თავიდანვე ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება. [...] ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. გარდა ამისა, დღეს მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშავონ ვარიანტები ნატო–ს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის იგულისხმება ცენტრალურ და აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ნატო–ს ახალი საბრძოლო ბატალიონების შექმნის საკითხის განხილვა. მივესალმები საფრანგეთის შეთავაზებას, რომ ხელმძღვანელობდეს ასეთ საბრძოლო ჯგუფს რუმინეთში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S