Accentnews.ge
ნატო–ს თავდაცვის მინისტრები: "მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავდაცვა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას"

ნატო–ს თავდაცვის მინისტრები: "მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავდაცვა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას"

16/02/2022 16:38:28 მსოფლიო

"მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას", – ამის შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ალიანსის თავდაცვის მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან.

"ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი სამხედრო წარმოდგენილობის ზრდა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა შესაბამისად. ჩვენ ვრჩებით რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, დიალოგის პარალელურად.

რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. აღნიშნულის გამო და ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსეთ დამატებითი სახმელეთო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გავაძლიერეთ საზღვაო და საჰაერო წარმოდგენილობა და ჩვენი ძალების მზადყოფნა. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას.

ჩვენი ერთგულება ალიანსის მე-5 მუხლის მიმართ ურყევია. ჩვენ ერთიანი ვართ ერთმანეთის დასაცავად.

ნატო რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, მათ შორის იმ პრინციპის ერთგული, რომლის თანახმად, თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ნატო და მოკავშირეები აგრძელებენ დიპლომატიას და დიალოგს რუსეთთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე. [...] ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს აირჩიოს დიპლომატიისა და დეესკალაციის გზა", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S