Accentnews.ge
კრემლის კრიტიკოსი პოლიტილოგი ვაჟთან ერთად დააკავეს

კრემლის კრიტიკოსი პოლიტილოგი ვაჟთან ერთად დააკავეს

16/02/2022 16:20:24 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი, პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი მოსკოვში 16 თებერვალს დააკავეს. როგორც რუსეთის სახელისუფლებო არხი RT და გამოცემა Znak.com იუწყებიან წყაროზე დაყრდნობით, 61 წლის სოლოვეი ეჭვმიტანილია სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში.

კონკრეტულად რა გახდა დავის საგანი, მედია არ იუწყება.

პოლიტოლოგთან ერთად დაკავებულია მისი ვაჟიც.

სოლოვეი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტული პროგნოზებით, რის გამოც მას კრიტიკოსები კონსპიროლოგს უწოდებენ. მაგალითად, მან დაასახელა ვლადიმირ პუტინის გადადომის და რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების თარიღი, თუმცა ეს პროგნოზები მის მიერ დასახელებულ ვადებში არ გამართლდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S